MIXSES
Thursday, May 5, 2011
ცუდი დღე
დღეს არის 2011 წლის 5მაისი. დილას ჩვეულებრივად მშვენიერი ხასიათით გავემართე სკოლისკენ, მაგრამ სულ ცოტა ხანში ეს ხასიათი ცრემლებმა შევალა. საშინელებაა, როცა გაიგებ რომ შენი საყვარელი ადამიანები(კლასელი ბიჭები) რაღაც პრობლემების გამო სკოლიდან გადადიან, და მითუმეტეს ის, რომ ვერაფერს ვერ შველი.
ძალიან ცუდად ვარ(გულწრფელად). ღმერთს ვთხოვ რომ შემაგუოს ამას. ძალიან ძალიან მიყვარს ყველა. მადლობთ მოსმენისთვის, უბრალოდ მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა .
Saturday, April 16, 2011
ტყუპები
ტყუპებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტყუპები ბუნების საოცრებები არიან, მათი დაბადება ხომ იშვიათი და უნიკალური მოვლენაა. ტყუპები არიან ორი განცალკევებული ადამიანები, განსაკუთრებული გრძნობებითა და ტელეპატიური ნიჭით.
ცნობილმა იუმორისტმა ჯოშ ბილინგსმა თქვა: „ცხოვრებაში არსებობს 2 მოულოდნელი რამ, რისთვისაც ჩვენ არასდროს არ ვართ მზად და ეს ტყუპებია.“
60 წლის ფრედა ბირნბაუმმა ტყუპი ბავშვი გააჩინა
ამერიკელმა ფრედა ბირნბაუმმა დაბადების 60 წლის უიბილისათვის საკუთარ თავს ორმაგი საჩუქარი გაუკეთა. მან ტყუპი ბავშვი გააჩინა.( დღემდე მსოფლიოში მის ასაკში ტყუპი არც ერთ ქალს არ გაუჩენია.მხოლოდ გასულ წელს, პლანეტაზე ყველაზე ხნიერმა დედამ, 67 წლის რუმინელმა ქალბატონმა მხოლოდ ერთი ბავშვი დაბადა.
უახლესი კვლევების საფუძველზე დადგინდა რომ 1980 წელთან შედარებით 1997 წელში ტყუპების შობადობის ზრდის პროცენტული რაოდენობა 52 ს აღწევს. ხოლო 3, 4 და მეტი ტყუპის შობადობის ზრდამ 404 პროცენტს მიაღწია, ამასთან ჩვეულებრივი შობადობის ზრდა მხოლოდ 6 პროცენტია. ამის მიზეზად მიიჩნევა რამოდენიმე ფაქტორი, მათ შორის ის, რომ მსოფლიოში ქალთა დიდი ნაწილი ფეხმძიმდება 30 და 40 წლამდე, და მეორე მიზეზია განაყოფიერების ახალი საშუალებების გადამეტებული მოხმარება, რომელთაც შეუძლიათ გაანაყოფიეროთ რამოდენიმე კვერცხუჯრედი, 2 ტყუპის დაბადების პროცენტული მაჩვენებელია 1 – 90 დან, ხოლო 3 და მეტი ტყუპისა კი 1 – 10 000 დან მსოფლიოში. ამ მაჩვენებლების ზრდას ისევ მედიკამენტოზური და პროცედურული ჩარევა უწყობს ხელს. ბიჭი ტყუპები 40 %-ით უფრო ხშირია ვიდრე გოგონების.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjzqz6B1ic1c9w81qc2NTElInph01m-PE9-JdpYrFJ-mGpxzOV17v7fB2Tw3awB2OpaoATvyPXm4F0Gznfcnzbh1Hcu1qcj8xTgCoeKNaNzcpgikozW2ZUxrV2GTouWzQiV1Csy8ieVPUs/s320/Baby2.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiy9cDCSJmNe26kEom3gb6a4KSgx5V2c1b3S3tu59ImqW-SPzAcS-kRsj1P5rWvDyC8pP3TAXLpUOVoDVeFWAGdGSOvIbO9Ra0OjqIFhPK6OCM8QAan02GfLrpkTll3mFa16thwKouK9Gg/s320/KK1421-twins.jpg)
აღდგომა
ნელნელა გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მე ვცდილობ ბოლო ერთი კვირა მაინც დავისვენო სულიერად და მოვიქცე ისე, როგორც საჭიროა.
სამეგრელოში ვაპირებ წასვლას, ჩემთან. ძალიან მიყვარს მარტვილი. ერთი სული მაქვს ჩემს ბებოსთან ერთად როდის შევღებავ კვერცხებს. ალბათ ჩემ საყვარელ მეგობარს(მარიამ შოშიაშვილს) წავიყვან თან.
ყველას გისურვებთ ბედნიერ აღდგომას. გაგაძლიეროთ მის მადლმა. დროებით ;)
Thursday, April 14, 2011
ახალგაზრდა ნიჭიერები
1. Declan Galbraith - ამერიკელი მომღერალი. ვიდეოში პატარაა, მაგრამ ეხლა ის 19 წლისაა. დექლანს ჰყავს 14 და-ძმა, ერთ-ერთი კი მისი ტყუპისცალია. ძალიან მომწონს მისი მონაცემები. თქვენც შეგიძლიათ შეაფასოთ.---->
http://www.youtube.com/watch?v=_j6IBdHW_rY
http://www.youtube.com/watch?v=ZXF-bF1Bk9g
2. Troye Sivan - ამერიკელი მომღერალი. არის 15წლის. --->
http://www.youtube.com/watch?v=w1GoEWbAyQg&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=xaxukzu_n7A&feature=fvwrel
3.Charice Cempengco - ამერიკელი ასევე. ეს გოგონა ჩემი ფავორიტია. ძალიან მომწონს --->
http://www.youtube.com/watch?v=1ptNv840aVg
http://www.youtube.com/watch?v=oMCeasdwzVc&feature=related
87-ე საჯარო სკოლა
წარმოგიდგენთ ქ.თბილისში არსებულ, ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლას!
ეს სკოლა ნახევარსაუკუნიანია. მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირას, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ისნის რაიონში.
ამ სკოლაში ძალიან ბევრი მოსწავლეა. დირექტორი- ბატონი დავით ჭეიშვილი.
Wednesday, April 6, 2011
Monday, April 4, 2011
თვალის ფერი
ცისფერი თვალები
ეს არიან რომანტიკოსები. ბევრს ოცნებობენ სიყვარულზე, ხშირად იგონებენ გრძნობებს. ცისფერთვალება ქალებს უყვართ ლამაზი და რომანტიული პაემნები და ყურადღება კაცების მხრიდან. მგრძნობიარე არიან, მათი წყენა ადვილია, თანაც როგორც წესი წყენას ძალიან დიდ ხანს ინახავენ გულში. ყველაფერს ძალიან მძაფრად განიცდიან, ადვილად ვადრებიან დეპრესიაში.
ისფერთავლება ადამიანები გამტანი და მიზანდასახულები არიან. გულუხვი, კეთილსინდისიერი და უცხო გარემოს ადვილად ეწყობიან. ხშირად ხელოვნების მოღვაწეებს, ნიჭიერ გამომგონებლებს, შემქმნელებსა და უბრალოდ ხელოვნების თაყვანისმცემლებს აქვთ ცისფერი თვალები. მდიდარი ფანტაზიის პატრონები არიან.
თაფლისფერი თვალებიგამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, მონდომებულობით, საიმედოობით. რბილი ხასიათის მიუხედავდ, ჯიუტები არიან და ყველაფერს თავისებურად აკეთებენ. მხოლოდ თავისი თავის იმედი თუ ექნებათ, შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა ცხოვრებაში. კარგია, თუ მუქი ფერის თვალების პატრონებისაგან ისწავლიან თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას.
მწვანე თვალები
საპირისპირო სქესის ყურადღებას ადვილად იპყრობენ თავიანთი ინდივიადუალური ხასიათის გამო.არიან ქარიზმატულები და ადამიანების სიმპათიას ადვილად იმსახურებენ.თუმცა ბედნიერების მწვერვალზეც კი სევდიანები არიან და სევდას ეძებენ.სევდა და მელანქოლია მათი ცხოვრების თანამდევი და განუყოფელი ნაწილია.
Subscribe to:
Posts (Atom)