Saturday, April 16, 2011

ტყუპები


ტყუპებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტყუპები ბუნების საოცრებები არიან, მათი დაბადება ხომ იშვიათი და უნიკალური მოვლენაა. ტყუპები არიან ორი განცალკევებული ადამიანები, განსაკუთრებული გრძნობებითა და ტელეპატიური ნიჭით.


ცნობილმა იუმორისტმა ჯოშ ბილინგსმა თქვა: „ცხოვრებაში არსებობს 2 მოულოდნელი რამ, რისთვისაც ჩვენ არასდროს არ ვართ მზად და ეს ტყუპებია.“







60 წლის ფრედა ბირნბაუმმა ტყუპი ბავშვი გააჩინა

  ამერიკელმა ფრედა ბირნბაუმმა დაბადების 60 წლის უიბილისათვის საკუთარ თავს ორმაგი საჩუქარი გაუკეთა. მან ტყუპი ბავშვი გააჩინა.( დღემდე მსოფლიოში მის ასაკში ტყუპი არც ერთ ქალს არ გაუჩენია.მხოლოდ გასულ წელს, პლანეტაზე ყველაზე ხნიერმა დედამ, 67 წლის რუმინელმა ქალბატონმა მხოლოდ ერთი ბავშვი დაბადა.


 უახლესი კვლევების საფუძველზე დადგინდა რომ 1980 წელთან შედარებით 1997 წელში ტყუპების შობადობის ზრდის პროცენტული რაოდენობა 52 ს აღწევს. ხოლო 3, 4 და მეტი ტყუპის შობადობის ზრდამ 404 პროცენტს მიაღწია, ამასთან ჩვეულებრივი შობადობის ზრდა მხოლოდ 6 პროცენტია. ამის მიზეზად მიიჩნევა რამოდენიმე ფაქტორი, მათ შორის ის, რომ მსოფლიოში ქალთა დიდი ნაწილი ფეხმძიმდება 30 და 40 წლამდე, და მეორე მიზეზია განაყოფიერების ახალი საშუალებების გადამეტებული მოხმარება, რომელთაც შეუძლიათ გაანაყოფიეროთ რამოდენიმე კვერცხუჯრედი, 2 ტყუპის დაბადების პროცენტული მაჩვენებელია 1 – 90 დან, ხოლო 3 და მეტი ტყუპისა კი 1 – 10 000 დან მსოფლიოში. ამ მაჩვენებლების ზრდას ისევ მედიკამენტოზური და პროცედურული ჩარევა უწყობს ხელს. ბიჭი ტყუპები 40 %-ით უფრო ხშირია ვიდრე გოგონების.


 

No comments:

Post a Comment