Monday, April 4, 2011

თვალის ფერი


ცისფერი თვალები


ეს არიან რომანტიკოსები. ბევრს ოცნებობენ სიყვარულზე, ხშირად იგონებენ გრძნობებს. ცისფერთვალება ქალებს უყვართ ლამაზი და რომანტიული პაემნები და ყურადღება კაცების მხრიდან. მგრძნობიარე არიან, მათი წყენა ადვილია, თანაც როგორც წესი წყენას ძალიან დიდ ხანს ინახავენ გულში. ყველაფერს ძალიან მძაფრად განიცდიან, ადვილად ვადრებიან დეპრესიაში.
ისფერთავლება ადამიანები გამტანი და მიზანდასახულები არიან. გულუხვი, კეთილსინდისიერი და უცხო გარემოს ადვილად ეწყობიან. ხშირად ხელოვნების მოღვაწეებს, ნიჭიერ გამომგონებლებს, შემქმნელებსა და უბრალოდ ხელოვნების თაყვანისმცემლებს აქვთ ცისფერი თვალები. მდიდარი ფანტაზიის პატრონები არიან.


თაფლისფერი თვალებიგამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, მონდომებულობით, საიმედოობით. რბილი ხასიათის მიუხედავდ, ჯიუტები არიან და ყველაფერს თავისებურად აკეთებენ. მხოლოდ თავისი თავის იმედი თუ ექნებათ, შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა ცხოვრებაში. კარგია, თუ მუქი ფერის თვალების პატრონებისაგან ისწავლიან თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას.
მწვანე თვალები


საპირისპირო სქესის ყურადღებას ადვილად იპყრობენ თავიანთი ინდივიადუალური ხასიათის გამო.არიან ქარიზმატულები და ადამიანების სიმპათიას ადვილად იმსახურებენ.თუმცა ბედნიერების მწვერვალზეც კი სევდიანები არიან და სევდას ეძებენ.სევდა და მელანქოლია მათი ცხოვრების თანამდევი და განუყოფელი ნაწილია.

No comments:

Post a Comment