Sunday, March 27, 2011

პროექტი ,,ნიჭიერი"

 ზოგადად, პროექტი ,,ნიჭიერი" საქართველოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგია, რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია მონაწილეობის მიღება და თავისი ნიჭის გამოვლენ. შეიძლება ძალიან ბანალურია ჩემი აზრი, მაგრამ ეს შესავალი აუცილებლად უნდა გამეკეთებინა.
 რაც შეეხება ,,ნიჭიერის" ბოლო გადაცემას(21.03.11), ნორმალური იყო. ბევრი ნიჭიერი ადამიანი გაიცნო ხალხმა. მოდით, რახან მე მუსიკისკენ მივიწევ, შევეხები სწორედ ამ სფეროს. ტავტოლოგიათ არ ჩამითვალოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, კარგია, რომ ხალხი შეზღუდული არ არის სიმღერაში, მაგრამ ალბათ მონაწილის მხრიდანაც უნდა გამოიხატოს თვითშეფასება და აქედან გამომდინარე ცოტათი მაინც თავის შეკავება.
 ბოლო გადაცემა ერთფეროვანი იყო სიმღერის მხრივ. თითქმის ყველამ მომღერალ ბიონსეს რეპერტუარიდან შემოგვთავაზა სიმღერა Listen და არც თუ ისე კარგად. ამის ახსნა შესაძლებელია. ახალგაზრდები არ უსმენენ, არ ეძებენ გემოვნებიან სიმღერებს და მიდის მიბაძვა. რატომ არ სურთ სიახლე, ეს უკვე არ ვიცი :)
 ძალიან მომეწონა თეონა კოროშინაძე.

2 comments: